რეზონანსი
29.09.2017

 (რეზონანსი) უკრაინელი დეპუტატი მიხაილ ბინუსოვი მოკლეს. თავდასხმა ქალაქ ჩერკასში მოხდა. ადგილობრივი საბჭოს წევრს, მიხაილ ბინუსოვს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ის ადგილზე დაიღუპა.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმამდე ბინუსოვი ადგილობრივ ტელევიზიაში სტუმრად იმყოფებოდა. მან სტუდია 22:00-ზე დატოვა, მოგვიანებით კი, შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი და როდესაც ავტოსადგომთან მანქანას აჩერებდა, თავდამსხმელებმა მას 20-ჯერ ესროლეს.

ჩერკასის მერის,ანატოლი ბონდარენკოს განცხადებით, ცოტა ხნის წინ მიხაილ ბინუსოვი კომუნალური სამსახურის დირექტორად დანიშნეს და უწყებაში კორუფციასთან ბრძოლას შეუდგა. მისივე თქმით, დეპუტატმა მას რამდენიმე დღის წინ უთხრა, რომ მოკვლით ემუქრებოდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×