რეზონანსი
29.09.2017

 (რეზონანსი) „Telegram"-ი, ისევე როგორც სხვა ინტერნეტსერვისები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაიცავენ, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის" რუსეთის კავშირგაბმულობის და მასობრივი კომუნიკაციის მინისტრმა ნიკოლაი ნიკიფოროვმა განუცხადა.

„ჩვენ ერთნაირი მიდგომა გვაქვს როგორც რუსული, ასევე უცხოური ინტერნეტ-სერვისების მიმართ. როგორც კანონში წერია, ყველაფერი ისე იქნება. ის სერვისები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაიცავენ, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ. არ მესმის, რატომ ატეხა მედიამ „Telegram"-ის გარშემო აჟიოტაჟი. ეს კანონი „WhatsApp"-ზე, „Viber"-ზე, „Google"-სა და „Facebook"-ზეც ვრცელდება", - განაცხადა ნიკიფოროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×