რეზონანსი
29.09.2017

 (რეზონანსი) შვედეთის 20-მდე საბავშვო ბაღში ტრადიციული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის მიზნით ექსპერიმენტი ჩაატარეს. პედაგოგებმა ბავშვებთან „გოგოს" და „ბიჭის", ასევე გენდერული ნიშნის მქონე სხვა სიტყვების გამოყენება აკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას „CNN"-ი ავრცელებს.

ექსპერიმენტისთვის ასევე სხვა დამატებითი ზომები მიიღეს. მაგალითად, ბაღში არსებულ საბავშვო მოედნებზე არ არის განცალკავებული სათამაშო ადგილები გოგოებისთვის და ბიჭებისთვის. აღმზრდელები ბავშვებს მხოლოდ სახელით მიმართავენ, ან გენდერულად ნეიტრალურ ნაცვალსახელს იყენებენ.

ექსპერიმენტში მონაწილე ერთ-ერთი პედაგოგი ამბობს, რომ შესაცვლელია არა მხოლოდ ბავშვების დამოკიდებულება გენდერული სტერეოტიპების მიმართ, არამედ, თავად აღზრდის მეთოდები. მისი თქმით, ბაღში აღმზრდელები გოგოებსა და ბიჭებს განსხვავებული ინტონაციით მიმართავენ, როცა გოგო ტირის მას აწყნარებენ, ხოლო როცა იგივეს ბიჭი აკათებს, მას მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ არ იტიროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×