რეზონანსი
29.09.2017

 „პრეზიდენტს შეუძლია ეს პროცესი ამ კვირაშივე დაასრულოს. თუმცა,ის აშკარად ზეწოლის ქვეშაა ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან. 20 პარტია შეიკრიბა, შეიმუშავეს პროექტი, ლოგიკურია,რომ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება და პრეზიდენტმა რომ პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღოს, მოჰყვება კონტრრეაქცია. არ მგონია,რომ თავის თავში პრეზიდენტი ამ ძალას ნახავს" , -კონსტიტუციის საბოლოო პროექტის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა „იმედის" ეთერში ისაუბრა.

გიორგი კახიანის თქმით, პრეზიდენტს შეუძლია ხანგრძლივი პროცესი დროულად დაასრულოს და კონსტიტუციის საბოლოო ცვლილება ერთ კვირაში დასრულდეს.

„პრეზიდენტი თუ ჩვენს შემოთავაზებას ასახავს, მზად ვართ გავითვალისწინოთ. უახლოეს კვირაში დასრულდებოდა ეს თემა. სხვა შემთხვევაში კი გაზაფხულამდე ვერ დასრულდება. შეუძლებელია სხვანაირად მესამედან მეორე მოსმენამდე დაბრუნება" , - განაცხადა გიორგი კახიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×