რეზონანსი
29.09.2017

 „თუ ახლა ივანიშვილი ვერ ხედავს,რომ ქვეყანაში უკვე არის პოლიტიკური კრიზისი, ეს ძალიან ცუდია" , - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „ტვ პირველზე", გადაცემა „პირველების" ეთერში ისაუბრა. „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ყოფილ პრემიერს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე განცხადების გაკეთება სთხოვა.

„თავის დროზე როდესაც პრემიერის პოსტს ტოვებდით, ბრძანეთ,რომ თუ ქვეყანაში შეიქმნება კრიზისი, გამოხვალთ და გააკეთებთ ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასარგებლო განცხადებას. თუ თქვენ ტელევიზორს არ უყურებთ, უკვე არის კრიზისი, ისეთი კონსტიტუცია მიიღო თქვენმა მოყვანილმა პოლიტიკურმა გუნდმა. ასეთი თავხედობის უფლება საკუთარი თავისთვის სააკაშვილსაც არ მიუცია" , - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×