რეზონანსი
29.09.2017

 (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 12 სახლიდან, რომელიც ქარის სტიქიის დროს დაზარალდა, 3 სახლის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს. ამ სახლებიდან ორის მშენებლობა უკვე დასრულდა.

დაზარალებული მარინე ხუციშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში, გორის გამგებლის, დავით ონიაშვილის სიდედრის სახლის მშენებლობა დაასრულეს. ამის მტკიცებულებად მას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების ვიზიტი მოჰყავს, რომელიც გამგებლის სიდედრის სახლში სპეცტექნიკით მიდიოდნენ.

„ჩემი სახლი კი დატოვეს ფანჯრების, იატაკის და კარების გარეშე. როცა მივედი ონიაშვილთან და ვუთხარი, ჯერ რატომ გააკეთეთ შენი სიდედრის სახლი - მეთქი, გაგიჟდა, ყვირილი დამიწყო" , - ამბობს მარინე ხუციშვილი.

დღეს ეს ოჯახი „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა, ასევე გორის მერობის კანდიდატმა დავით მახნიაშვილმა მოინახულა. ის ფლობს ინფორმაციას სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის შესახებ. გორის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ თანამდებობის პირი, პირველ რიგში, არ უნდა ზრუნავდეს ნათესავების კეთილდღეობაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×