რეზონანსი
29.09.2017

 (რეზონანსი) ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ თბილისის საკრებულოში სხდომა განახლდა. ვითარება საკრებულოში მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" წევრებმა საკრებულოს სხდომის გადადება მოითხოვეს. პარტიის ლიდერების თქმით, არ დაუშვებენ, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ კომპანიებს საკრებულომ მიწის ნაკვეთები გადასცეს და ამ გადაწყვეტილებამდე ზონის სტატუსი შეუცვალოს.

საკრებულოს წევრებმა დაცვის თანამშრომლებს მოუწოდეს, სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ ის ადამიანები, რომლებიც სხდომის ჩატარებას ხელს უშლიან. საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ვითარების განსამუხტად ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რომელთაც „ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და სხვა წევრები სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.სხდომათა დარბაზი „ენმ"-ის წევრებს და მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილსაც დაატოვებინეს.

საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე უნდა იმსჯელონ. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×