რეზონანსი
29.09.2017

 (რეზონანსი) საკრებულომ თაბორის მთაზე 5 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1900 კვადრატული მეტრი ფართობისთვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.„პანორამა თბილისის" სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეეცვალა.

სხდომაზე თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის საკითხები გააერთიანეს და ერთად უყარეს კენჭი. საკრებულოს წევრებიდან 28 მომხრე, 3 წინააღმდეგი იყო.ოპოზიციაში აცხადებენ,რომ თბილისის საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებული სადაო საკითხი დაამტკიცა. კენჭისყრას წინ უძღოდა ხმაური და დაპირისპირება. საკრებულოს დაცვამ მერობის კანდიდატები ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

დღეს „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" წევრებმა საკრებულოს სხდომის გადადება მოითხოვეს. „ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სხდომიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×