რეზონანსი
29.09.2017

 კოსმოსურ ხომალდ „SpaceX"-ის დამაარსებელმა ელონ მასკმა კონფერენციაზე გამოსვლისას ახალ პლანეტათაშორის ხომალდზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „The Verge"-ი ავრცელებს. გამომგონებელი პირობას დებს, რომ ყველაზე ხანგრძლივ მოგზაურობას 30 წუთამდე შეამცირებს. ელონ მასკის თქმით, კოსმოსური ხომალდით მგზავრობა ძვირი არ იქნება, მეტიც, საფასური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბილეთის ფასს გაუტოლდება.

საილუსტრაციო ვიდეოში ჩანს, როგორ გადაჰყავს ნიუ-იორკის ნავსადგურიდან ნავს მგზავრები. ნავს ისინი ოკეანეში კოსმოსურ ხომალდამდე მიჰყავს. ამ ხომალდით მასკი ადამიანების მარსზე გაგზავნას 2024 წლისთვის გეგმავს. იმის მაგივრად, რომ კოსმოსურმა ხომალდმა მგზავრები სხვა პლანეტაზე წაიყვანოს, ისინი ტოვებენ დედამიწას, ხომალდი იყოფა და შანხაიში ჩადის.

თუ იდეა განხორციელდა, ქალაქებს შორის მგზავრობა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფად იქნება შესაძლებელი და პლანეტათაშორისი ხომალდის სიჩქარე საათში 18 000 მილს გაუტოლდება.

ეს კი ადმიანებს შესაძლებლობას მისცემს, ჰონგ-კონგიდან სინგაპურამდე მგზავრობა 22 წუთში შეძლონ, ლოსანჯელესიდან ტორონტომდე მანძილს ხომალდი 24 წუთში დაფარავს.

როგორც ელონ მასკი ამბობს, რაკეტის მშენებლობა ცხრა თვეში დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×