რეზონანსი
01.10.2017

 (რეზონანსი) სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სოფელ კუმურდოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ომბუდსმენის თქმით, კუმურდოში სავარაუდო დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი.

„ჩვენ ვაპირებთ საქმის შესწავლას, მათ შორის ამ პროცესში რამდენად იყო დაცული უფლებები და მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას ამ საკითხზე. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სავარაუდო დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი, იყო შეხლა-შემოხლა. ჩვენი ოფისი ახალქალაქში არის ჩართული უშუალოდ ამ პროცესის მონიტორინგში", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×