რეზონანსი
01.10.2017

 (რეზონანსი) „ამ რეფერენდუმით ზოგადად ახალი ეპოქის ჩამოდგომას ვხედავთ მსოფლიო პოლიტიკაში. ადამიანები ითხოვენ,რომ მათ ჰქონდეთ მეტი გავლენა პროცესებზე, ვიდრე ვიღაცას შორეულ დედაქალაქში. ბარსელობა არის ესპანეთის და ევროპის ყველაზე მდიდარი რეგიონი. მადრიდს შეექმნება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები" , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა,ანალიტიკოსმა გრიგოლ გეგელიამ „იმედის" ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში" ისაუბრა.

გრიგოლ გეგელია ერაყის ქურთისტანის შემთხვევაზეც საუბრობს, მისი თქმით,აქ მთავარი გამოწვევა უსაფრთხოებაა. ერაყის ქურთთა ავტონომიურ რეგიონში ორშაბათს რეფერენდუმი გაიმართა. 90 %-ზე მეტმა ხმა ქურთისტანის დამოუკიდებლობას მისცა. ანალოგიური რეფერენდუმი ქურთისტანში 2005 წელსაც გაიმართა, მაშინ ერაყისგან გამოყოფას 98%-მა დაუჭირა მხარი. თუმცა, ქურთთა რეგიონალურმა მთავრობამ, პრეზიდენტ მასუდ ბარზანის მეთაურობით, დამოუკიდებლობის გამოცხადება არ იჩქარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×