რეზონანსი
01.10.2017

 (რეზონანსი) „მარტო უნდა დარჩეს „ქართული ოცნება" საკრებულოშიც. ცემა-ტყეპის და დარბევის შემდეგ არავის გვაქვს უფლება იქ შესვლის. ბოდიშს ვუხდი საბურთალოელებს,რომ 3 კვირით ადრე ვტოვებ საკრებულოს" , - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2"-ზე, „განსხვავებული აქცენტების" ეთერში ისაუბრა.

„ზოგიერთებს ახლა რომ გაახსენდათ „პანორამა", მე გუშინ და გუშინწინ არ გამხსენებია თბილისი და წინასაარჩევნოდ მეცადინეობა თბილისის შესახებ არ დამიწყია.მე ვფიქრობ,რომ თბილისის საკრებულოში ვინც ვართ, აღარ გვაქვს მორალური უფლება იქ ყოფნის. პირდაპირ ვამბობ საჯაროდ,რომ ვტოვებ თბილისის საკრებულოს. ორშაბათს დავწერ განცხადებას და მოვუწოდებ ოპოზიციურ დეპუტატებს,რომ იგივე გააკეთონ, ეს არის მორალური ნაბიჯი" , - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა მის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა.

„გამარჯვების შემთხვევაში მინდა,რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაღაცას ჰგავდეს და არ იყოს ზრდილობისთვის ჩამოყვანილი, ლურჯად შეღებილი რამდენიმე ავტობუსი. ამისთვის პარტიული მხარდაჭერა ხელს შემიშლიდა. მე ანგარიშვალდებული უნდა ვიყო მხოლოდ ხალხთან. როცა უკან გიდგას პარტია ან ბიზნესმენები, თავისთავად გექაჩება.არც ერთ ეტაპზე არ განვიხილავდი,რომ პარტიული კანდიდატი ვყოფილიყავი" , - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×