რეზონანსი
01.10.2017

 (რეზონანსი) სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს არ აქვს სრული წარმოდგენა ადამიანის უფლებებზე და ჟარგონებით საუბრით, სისტემაში არსებული პრობლემების გადაფარვას ცდილობს.

სახალხო დამცველმა 27 სექტემბერს გაავრცელა , რომლის თანახმადაც, ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულმა სერგო მამასახლისმა ომბუდსმენის რწმუნებულს განუცხადა, რომ იგი პოლიციელებმა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით აწამეს. ამ განცხადებასთან დაკავშირებით მღებრიშვილმა განაცხადა, რომ არ სურს ომბუდსმენის ინსტიტუტი „კრიმინალების გამპრავებელ კანტორად" გადაიქცეს.

„მე უბრალოდ ყოველთვის მაოცებს ომბუდსმენის ასეთი დამოკიდებულება. მას შეეძლო ამ ინფორმაციის ჩვენთან გადამოწმება და აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს მიიღებდა. მე არ მინდა, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდმენის ინსტიტუტია, გადაიქცეს კრიმინალების გამპრავებელ კანტორად" , - განაცხადა გორგი მღებრიშვილმა.

ომბუდსმენმა მღებრიშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მინისტრს წარმოდგენა არ აქვს არც სახალხო დამცველის მანდატზე და არც ადამიანის უფლებებზე.

„ბატონ მინისტრს არ აქვს სრული წარმოდგენა სახალხო დამცველის მანდატზე და ზოგადად ადამიანის უფლებებზე. ეს არის ძალიან სამწუხარო.როდესაც მინისტრი ჟარგონებით საუბრობს, ვფიქრობ ეს არის ძალიან სამწუხარო და ამის მიზანი რეალურად სისტემური პრობლემების გადაფარვაა, ვიდრე ის, რომ რეალურად მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება" , - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენმა სერგო მამასახლისის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართა. პროკურატურამ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ მათ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების მუხლით დაიწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×