(რეზონანსი) ვარდების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის" აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თვითმმართველობის არჩევნებამდე აქციები პერმანენტულად გაიმართება. პარტია ცხრა მოთხოვნის შესრულებას ითხოვს.
როგორც „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, სურთ საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა.
„კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ახალგაზრდა თაობაში ეროვნული ცნობიერებისა და ქართული აზროვნების ჩამოყალიბება სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა. უნდა აღდგეს ჩანაწერი,რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არც მფლობელი და არც დამქირავებელი არ შეიძლება იყოს უცხოელი. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს" , - განაცხადა ინაშვილმა.
როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის შენობის წინ პარტიის 13 აქტივისტი შიმშილობს და მათ დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატება.