რეზონანსი
01.10.2017

 (რეზონანსი) კატალონიის მთავრობის მონაცემებით, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის მიმდინარეობის დროს 337 ადამიანი დაშავდა. როგორც „ტვიტერით" გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ესპანეთის პოლიციის ძალადობის შედეგად დაშავდნენ.

პოლიციასა და რეფერენდუმში მონაწილეობის მსურველ აქტივისტებს შორის შეტაკებები კატალონიის რამდენიმე რაიონში და ბარსელონას გარეუბნებში მოხდა.

როგორც ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, არეულობის დროს ტრამვები მიიღო სულ მცირე 11 სამართალდამცველმა.

მადრიდში კატალონიაში მიმდინარე რეფერენდუმს უკანონოს უწოდებენ.ესპანეთის მთავრობა აცხადებს, რომ კატალონიაში მიმდინარე რეფერენდუმი უკანონოა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ მიიღო. მიუხედავად ამისა, კატალონიის მთავრობამ პლებისციტის ჩატარება მაინც გადაწყვიტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×