რეზონანსი
01.10.2017

 (რეზონანსი) კანადაში ცივი იარაღისა და მანქანის გამოყენებით ალბერტასშტატის ქალაქ ედმონტონში ტერაქტი მოხდა. მამაკაცი ფეხბურთის მატჩის დროს სტადიონთან პოლიციელს ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გაქცევისას ეჭვმიტანილმა ქუჩიდან სატვირთო ავტომობილი გაიტაცა და ოთხ გამვლელს გადაუარა.

დაჭრილი პოლიციელი და გამვლელები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ეჭვმიტანილი პოლიციამ რამდენიმე საათიანი დევნის შედეგად დააკავა. ის 30 წლის მამაკაცი აღმოჩნდა. ტელეკომპანია „CTV News"-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილის კუთვნილ მანქანაში ძალოვანებმა ე.წ ისლამური სახელმწიფოს დროშა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

კანადის ხელისუფლება ქალაქ ედმონტონში მომხდარი ორი ინციდენტის გამო ანტიტერორისტულ გამოძიებას აწარმოებს. პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას მისცა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×