(რეზონანსი) „ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ქორეპისკოპოსს მეუფე იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. რამიშვილმა სარჩელით საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
რამიშვილის განმარტებით, მეუფე იაკობმა მას დეკანოზის და სანდრო გირგვლიანის საქმეში ჩანერგილი ინფორმატორი უწოდა.
„ე.წ.- მა მეუფე იაკობმა 2017 წლის 21 სექტემბერს, ტელეკომპანია „იბერიაში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ მე დეკანოზ მამალაძის საქმეში, ასევე სანდრო გირგვლიანის საქმეში ჩანერგილი ინფორმატორი ვიყავი. შესაბამისად, გირგვლიანის საქმიდან ახალაიას ინფორმაციას ვაწვდიდი, ინფორმატორად მომიხსენია ამ უხსენებელმა ადამიანმა.
„ეს არის ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რაზეც სასამართლოში სარჩელი შემაქვს. საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და გირგვლიანის ოჯახმა აღშფოთება გამოხატა, მათ შორის, პირველ რიგში გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმა და დეიდამ. მთელი რიგი მტკიცებულებებია, რომ მეუფე იაკობს მისი განცხადების უარყოფა და მოუწევს მორალური ზიანის ანაზღაურება მოუწევს",- განუცხადა „პირველ არხს" რამიშვილმა.