რეზონანსი
02.10.2017

 (რეზონასნი) „პატრიოტთა ალიანსის" წევრები ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე მოსკოვში გაემგზავრნენ. მათ ასევე გიორგი ლომია შეუერთდება.

5 დღის განმავლობაში ისინი მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე გამართავენ.

მარშანიას თქმით, რუსეთის დედაქალაქში ისინი დუმის დეპუტატებსა და ფედერაციის საბჭოს წევრებს შეხვდებიან.

"მხოლოდ ქალაქ მოსკოვში მივემგზავრებით. დელეგაციის შემადგენლობა იგივეა, რაც პირველი ვიზიტის დროს იყო. სახელმწიფო დუმის და ფედერაციის საბჭოს დეპუტატებს ვხვდებით. მთავარი სასაუბრო თემა ჩვენთვის ყოველთვის იქნება, სადაც არ უნდა ჩავიდეთ და რასაკვირველია, პირველ რიგში მოსკოვში, ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი სოხუმი და ცხინვალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების უმძიმესი საკითხები იქნება," - განაცხადა გამგზავრებამდე მარშანიამ.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვში ამ წლის ივლისშიც იმყოფებოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×