რეზონანსი
02.10.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერობისთვის მებრძოლმა, დამოუკიდებლემა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა.

როგორც ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიზეზი 29 სექტემბერს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.

„ეს არის ჩემი ამ შენობაში ბოლო პრესკონფერენცია. თბილისის საკრებულოს ვტოვებ. მიმაჩნია, რომ 29 სექტემბერს ამ შენობაში განვითარებული მოვლენების გამო შეუძლებელია აქ, სამსახურში სიარული, სხდომებსა და კომისიების მუშაობაში მონაწილეობა, ეს არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი. 29 სექტემბერს თბილისის საკრებულო იყო არა ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ხალხისა და თბილისის პრობლემებზე უნდა მსჯელობდეს, არამედ ერთი კაცის მომსახურე ნოტარიული ბიურო.

„დაჩქარებულად, ფაცი-ფუცით, ყოველგვარი განხილვის, მსჯელობის, არგუმენტების გარეშე, თბილისის საკრებულომ ერთ ადამიანს ყველაფერზე ბეჭედი დაურტყა და ყველაფრის ნება მისცა. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ამას დაერთო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ამაზრზენი საქციელი, როდესაც მან პოლიციური რაზმები გამოიძახა, ნაცვლად იმისა, რომ ყველაზე განსხვავებული მოსაზრების მქონე ოპონენტებისათვის ტრიბუნა დაეთმო და ამის შემდეგ მოაწყო საკრებულოს შენობაში ეგზეკუცია", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე უკვე დაწერა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×