რეზონანსი
02.10.2017

 (რეზონანსი) ფოთში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბოტა. გადაადგილება უჭირს როგორც ტრანსპორტს, ისე ქვეითად მოსიარულეებს. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.

ადგილობრივები შექმნილ ვითარებას გაუმართავ სატუმბ სადგურებს და მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს უკავშირებენ.

„ფოთი ვენეციას დაემსგავსა. შეუძლებელია ქუჩებში სიარული. მოვითხოვთ ამ პრობლემის დაუყონებლივ მოგვარებას", - განაცხადა ადგილობრივმა ფატიმა კოკაიამ.

ხელისუფლების ინფორმაციით, შვიდივე სატუმბი სადგური შეუფერხებლად მუშაობს და პრობლემა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×