რეზონანსი
02.10.2017

 (რეზონანსი) ლას-ვეგასში გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, სამორინეს მახლობლად გახსნილი ცეცხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, დაშავებულთა კი 200-მდე. ათობით დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

აშშ-ში, ლას-ვეგასში სამორინეს ტერიტორიის მახლობლად ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია, ეს არის 64 წლის სტივენ პედოქი. პოლიცია ასევე ეძებს მის პარტნიორს, 62 წლის მარილუ დენლის.

შეგახსენებთ, რომ ლას-ვეგასის ცენტრში, უმსხვილესი კაზინოს „Mandalay Bay"-თან სროლა საღამოს 22:00 საათზე მუსიკალური ფესტივალის დროს დაიწყო. ღონისძიებაზე შეკრებილები „ქანთრის" შემსრულებელს ჯეისონ ოლდინს უსმენდნენ, როდესაც სროლა დაიწყო. კონცერტს ათასობით ადამიანი ესწრებოდა.

შეიარაღებული პირი ავტომატური იარაღიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუჩერებლად ისროდა, რამაც სასტუმროს წინ მდებარე ღია მოედანზე პანიკა გამოიწვია. თავდამსხმელმა 130-ზე მეტი გასროლა განახორციელა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×