რეზონანსი
02.10.2017

 (რეზონანსი) სირიაში პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ხეობაში დღეს დილით შეიტყვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მუსლიმ კუშტანაშვილი საბრძოლო იერიშების დროს გარდაიცვალა. ის სოფელ დუმასტურში ცხოვრობდა.

გარდაცვლილი იმ ორი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთი იყო, რომლებიც სირიაში წლების წინ წავიდნენ.

კუშტანაშვილმა 2 წლის წინ, 16 წლის ასაკში დატოვა პანკისის ხეობა. მას შემდეგ ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებასა და არასრულწლოვანის საქართველოში დაბრუნებას მოითხოვდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×