რეზონანსი
02.10.2017

 (რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც დედაქალაქის მერიის წინ აქციას მართავენ, შენობაში შესვლას ცდილობენ.

აქციის მონაწილეებს შენობაში შეღწევის საშუალებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ აძლევენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ისინი თბილისის მერიისგან საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილების 21 ოქტომბრამდე შეჩერებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×