რეზონანსი
02.10.2017

 (რეზონანსი) დედაქალაქის მერიასთან მიმდინარე "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე, სამი ადამიანი დააკავეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ დაინახეს პოლიციამ სამი ადამიანი საპატრულო მანქანაში როგორ ჩასვა. თუმცა, საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მანქანას დაკავებულების წაყვანის საშუალებას არ აძლევენ.

გარდა ამისა, თბილისის მერიასთან, „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

თბილისის მერიასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პარტიის ლიდერებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს. სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მთელს პერიმეტრს აკონტროლებენ. ასევე მერიის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური იცავს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარტია მხარდამჭერებთან ერთად, საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები ერთ ლარად გადაეცემა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×