რეზონანსი
02.10.2017

 (რეზონანსი) ურეკში უამინდობამ პრობლემები შექმნა. გადაუღებელი წვიმის გამო, ურეკში საცხოვრებელი სახლების ეზოები და ყანები დაიტბორა. წვიმამ, ოთხი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულებიც დატბორა.

„წვიმამ სერიოზული ზარალი მოგვაყენა. გთხოვთ, დაგვეხმაროთ", - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნანი კილაძემ.

ურეკს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია. მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×