(რეზონანსი) გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. მექვაბიშვილმა მოადგილეების დანიშვის შესახებ ინფორმაცია პრესკონფერენციაზე გაავრცელა.
მექვაბიშვილის თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ეკატერინე ღაძაძე და დავით გოგიჩაიშვილი დაინიშნენ.
გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობას ნოდარ ჯავახიშვილი ინარჩუნებს.
„გვქონდა გენერალური აუდიტორის მოადგილეების წარდგინება. კანონით მოადგილეები უფლებამოსილებას კარგავენ გენერალური აუდიტორის წარდგინების დროს. მთავარ აუდიტორს ხელი არ მოუწერია არავის გათავისუფლებაზე, ხელი მოვაწერე ახალი კადრების წარდგინებას. წარვადგინეთ სამი მოადგილე, რომლებიც შეირჩნენ პროფესიონალიზმის ნიშნით. ეკატერინე ღაძაძე, დავით გოგიჩაიშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი.
"ეს ცვლილებები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ აუდიტის სამსახურის ინსტიტუციონალური გაძლიერება მოხდება. ყველა არასამთავრობოს, რომელსაც კითხვები აქვს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, მზად ვარ ხვალიდანვე შევხვდე და ვესაუბრო",- განაცხადა მექვაბიშვილმა.