რეზონანსი
03.10.2017

 (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლო დედაქალაქის მერიასთან გუშინ დაკავებული ექვსი პირის საქმეზე დღეს იმსჯელებს.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე ექვსი ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის მერიასთან "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია გამართა. აქცია სამი საათის განმავლობაში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა კი განაცხადა, რომ სუს-ის წევრებმა ის აქციიდან მოიტაცეს და სცემეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×