რეზონანსი
03.10.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ შეხვედრის შეთავაზება ძალაში რჩება.

„ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ, რომ თუკი იქნებოდა პრეზიდენტის სურვილი, უმრავლესობის ფორმატში აუცილებლად შევხვდებოდით. ასევე, პირადად გამოვხატე მზადყოფნა, რომ სურვილის შემთხვევაში საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით აუცილებლად შევხდებოდი. თუმცა, ჯერჯერობით არის დუმილი. თუ იქნება სურვილი, ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ", - განაცხადა კობახიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×