რეზონანსი
03.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მზადაა, ხვალ უმრავლესობის წევრებს, საკონსიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, შეხვდეს.

„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება მარტივი სიტუაციების გართულება და ესეა ახლაც.

"თითქმის კვირაზე მეტია საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ასეთი შეხვედრისათვის. პრეზიდენტი ყოველთვის ღიაა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებზე საკომუნიკაციოდ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის, ცხადია, „ქართულ ოცნებასთან", მაგრამ კვლავ ადგილი აქვს სპეკულაციას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომუნიკაციაც იყო.

"სწორედ, ამ სპეკულაციების დასასრულებლად მინდა, ძალიან ღიად განვაცხადო და ღიად მოვიწვიო „ქართული ოცნების" და უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

"პრეზიდენტი მზადაა მათ 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდეს," - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×