(რეზონანსი) მთავარი პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების შესახებ, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, გამოძიებას აწარმოებს.
„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები არაერთხელ გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაწყებულია. საქმეზე გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს", - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.
ცნობისთვის, რამდენიმე მედიასაშუალებაში ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალები გავრცელდა. კერძოდ, მედიაში დახურულ სასამართლო პროცესზე, მეუფე დიმიტრის, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის, პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ჩვენებები და ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა გავრცელდა.