(რეზონანსი) ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი თბილისი საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე იმყოფება. იგი სასამართლოში ეტლით მიიყვანეს.
დავითაშვილი სასამართლოში მოწმის სახით წარდგება და 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს.
„ეს იყო თავდასხმა ნახევრად სამხედრო ფორმაში გადაცმული ადამიანების, რომლებიც სახეს არ მალავდნენ. ეს არ იყო არც დაკავება, არც დაპატიმრება. ეს იყო პირდაპირ თავდასხმა. მათ ჰქონდათ გასაშლელი ლითონის ხელკეტები, რომლითაც ყოველგვარი განმარტების გარეშე თავს დამესხნენ. როდესაც შევეცადე, მათთვის რამე ამეხსნა, არ მომცეს ამის საშუალება. ძირს დამაგდეს და ათზე მეტი კაცი მირტყამდა", - განაცხადა დავითაშვილმა დაკითხვის დაწყებამდე.
მისივე თქმით, ასევე ისაუბრებს იმაზე თუ როგორ გაუწია ორგანიზება მის უკანონო დაკავებას ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი 2007 წლის ნოემბრის აქციაზე მძიმედ დაშავდა. მის ცემისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე ბრალდებულია ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.