რეზონანსი
03.10.2017

 (რეზონანსი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უამინდობის გამო პრობლემები შეიქმნა.

დაბა ურეკსა და სოფელ გურიანთაში მცირე მდინარეებზე სანიაღვრე არხებმა წყლის ნაკადი ვერ გაატარეს და ნიაღვარი მოსახლეობის ნაკვეთებში შევიდა.

პრობლემა შეიქნმა სოფელ ნაგომარშიც, სადაც მცირე ზომის ხიდი ჩაინგრა, რის გამოც ოთხი ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ნაგომარში პრევენციულ ზომებს დღესვე მიიღებენ, რაც შეეხება ხიდის აღდგენით სამუშაოებს, ის უახლოეს მომავალში დაიწყება.

ოზურგეთის მუნიციფალიტეტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სასწრაფო და სამაშველო სამსახურები მობილიზებულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×