სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 18 წლის პანკისელი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ხეობაში გუშინ დილით შეიტყვეს. სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისიას განცხადებით, კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სირისა და ერაყში დაახლოებით 300-400 ადამიანია წასული.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მუსლიმ კუშტანაშვილი, რომელიც სოფელ დუმასტურში ცხოვრობდა საბრძოლო იერიშების დროს გარდაიცვალა.
ცნობისთვის, კუშტანაშვილი ერთ-ერთია იმ ორი ახალგაზრდიდან, რომელიც სირიაში საბრძოლველად წასვლისას არასრულწლოვანი იყო.
მან 2015 წელს, 16 წლის ასაკში დატოვა პანკისის ხეობა. მას შემდეგ ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებასა და არასრულწლოვანის საქართველოში დაბრუნებას მოითხოვდა. ოჯახს ასევე ჰქონდა კითხვები, თუ როგორ გადაკვეთა საზღვარი სკოლის მოსწავლემ მშობლების ნებართვის გარეშე.
სამხერო ექსპერტი ვახტან მაისია “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოდან სირიასა და ერაყში ყველაზე დიდი ნაკადი 2012-2015წლებში წავიდა. ოფიციალური მონაცემებით მათი რაოდენობა 50-ია, თუმცა, როგორც ექსპერტი აღნიშავს, რეალურად საქარველოდან სირისა და ერაყში წასულთა რაოდენობა 5-6-ჯერ მეტია.
“სირიაში საქართველოს მოქალაქეების წასვლის ყველაზე დიდი ნაკადი 2012-2015 წლები ფიქსირდება, ბოლო გასვლა იყო 2016 წელს, ახლა ფაქტიურად ნაკლებად ხდება წასვლა, პირიქით ახლა უკან დაბრუნება, ან სხვა ადგილებში გადასვლა უფრო ხდება.
“უშიშროების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით საქართველოდან სირიაში 50 ადამიანია წასული, თუმცა მხოლოდ პანკისიდან წასულების რიცხვი სამ ათეულამდეა, ყოველ შემთხვევაში დაღუპულების რაოდენობა უკვე ამდენს ითვლის.
“ვფიქრობ, სირიასა და ერაყში 2012-2015წლებში რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქეა წასული. მაშინ არავინ აკონტროლებდა იმას, ვინ მიდიოდა და სად. ჯერ ერთი რომ ამის კონტროლი რთულია, რადგან ბევრი ადამიანი მძიმე სოციალური პირობების გამო მიდიოდა სამუშაოდ სხვა ქვეყანაში საიდანაც მათი სირიაში გადაყვანა ხდებოდა. ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრება არც იცოდნენ და დღესაც არ იციან, რომ ეს ადამიანები სირიაში იმყოფებიან, ასეთი შემთხვევა ბევრია. მხოლოდ აზერბაიჯანიდან სირიაში მიახლოებით 900 ადამიანია წასული. საქართველოდან შესაძლოა 300-400 ადამიანი იყოს წასული”, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე თქმით, იმისთვის რომ მომავალში საქარველოს მოქალაქებიის სირიაში გასვლის შემთხვევები აღარ ხდებოდეს, აუციელბელია კონტრტერორისული გარემოს გაძლიერება. ამასთან, ექსპერტი აცხადებს, რომ ხელისუფელბამ უნდა გააძლიეროს პანსკისის და მსგავსი რეგიონებისადმი ყურადღება და მაქსიმალურად ეცადოს გამოასწოროს იმ მძიმე სოციალური ფონი, რომელიც ხშირ შემთხვევაშიხდება იმის მაპროვოცირებელი რომ ეს ადამიანიები სირიასა და ეერაყში წავიდნენ.
“პირველ რიგში მისაღებია სპეციალური საკონონმდებლო აქტები, რომლებიც კონტრტერორისტულ პირობებს და გარემოს კიდევ უფრო გააძლიერებს. უნდა მოხდეს სპეციალური პროგრამების დანერგვა და განვითარება, რომ უპირელეს ყოვლისა მუსლიმურ რეგიონებში დაწიოს უმუშევრობის დონემ. მესმის, რომ საქართველოში ყველას უჭირს, მაგრამ რეალური უსაფრთხოებიდან გამომდინარე ასეთ რეგიონებზე განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება”, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი.