რეზონანსი
03.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ექს პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, პარტია „ახალი ძალების" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

შესაბამისი განცხადება უკრაინის სამიგრაციო სამსახურს უკვე გაეგზავნა. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკი ნოვინის" სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განუცხადა.

„მოქალაქისთვის დამატებითი დაცვის მოთხოვნა და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა - ეს, რეალურად, ერთი და იგივეა. უბრალოდ, ყოველდღიურობაში „პოლიტიკური თავშესაფრის" ცნება უფრო ხშირად გამოიყენება", - განაცხადა გალაბალამ.

უკრაინის სახელმწიფო სამიგრაციო სამსახურს სააკაშვილის თხოვნაზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.

გალაბალას თქმით სააკაშვილმა პასუხი ერთი დღეღამის განმავლობაში უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს, სააკაშვილის მხარდამჭერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გაარღვიეს და საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინაში გადაიყვანეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×