რეზონანსი
03.10.2017

 (რეზონანსი) "National Geographic Travel"-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო გადაცემის წამყვანმა რობერტ რეიდმა სვანეთში იმოგზაურა.

რეიდმა უშგულელების დახმარებით ცხენზე ჯირითი ისწავლა და საქართველოს უდიდესი მწვერვალის შხარის ძირში იმოგზაურა.

რობერტ რეიდმა სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებები „National Geographic Travel"- ის მკითხველს და მაყურებელს გაუზიარა.

„ეწიეთ საქართველოს ყველაზე შორეულ კუთხეს და პატარა სოფელ უშგულს. აქ თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი მოგზაურობა, კავკასიონის მთებში ცხენით ჯირითი. მოგზაურობის დროს ადგილობრივებთან შეხვედრისას ხშირად მეორე ოჯახს იძენ. ძალიან იღბლიანი ვარ, ამ ხალხმა საოცარი სითბო გამიზიარა. ეს არ იყო მხოლოდ ერთი შესანიშნავი ოჯახი, სადაც მე დავრჩი, არამედ მთელი უშგული იყო ჩემი მასპინძელი. კარგი მასპინძლობა, ყოველთვის არ ნიშნავს 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დარჩენას, თუ შენ საკუთარ თავს მისცემ საშუალებას განსხვავებული მიიღო და გაიზიარო, ისიც მიგიღებს. ვისურვებდი, რომ ყველა მოგზაურმა გაიზიაროს ის შთაბეჭიდლებები რაც მე საქართველოში მივიღე", - აცხადებს რეიდი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×