რეზონანსი
03.10.2017

 (რეზონანსი) „ქართველი ხალხი მიესალმება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას და ქართველი ხალხის ამ განწყობას თქვენ კარგად გრძნობთ" - ამ სიტყვებით დაიწყო დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა „პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან შეხვედრა. ინფორმაციას "პირველი არხი" იუწყება.

მორიგი მოლაპარაკება რუსეთის დუმაში დღეს შედგა, სადაც კალაშნიკოვმა განმარტა, რომ „საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის პანიკური დამოკიდებულების მიუხედავად, „პატრიოტთა ალიანსის" წევრები სიმტკიცეს იჩენენ". მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მარტივი არ არის, მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს.

ბოლო სამი თვის განმავლობაში, ეს ქართველი პარლამენტარების რიგით მეორე ვიზიტია რუსეთის დუმაში - წერია ოფიციალურ პრესრელიზში. პირველი ოფიციალური შეხვედრა ივლისში შედგა.

შეხვედრის შედეგების მიხედვით, პარლამენტარებმა მიიღეს

გადაწყვეტილება, შეიქმნას მუდმივმოქმედი არაფორმალური ჯგუფი, რომელშიც რუსი და ქართველი დეპუტატები შევლენ.

ამჯერად, შეხვედრის ფარგლებში, რუსმა და ქართველმა პარლამენტარებმა სხვადასხვა, ძირითადად, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები განიხილეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×