რეზონანსი
03.10.2017

 (რეზონანსი) ხმაური და დაპირისპირება უფლისციხისკენ მიმავალ გზაზე - სოფელ ქვახვრელის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.

ადგილობრივები სასმელი წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვენ.

მათ გზა გადაკეტეს, რის გამოც მუზეუმში მიმავალ ტურისტებს რამდენიმე საათის განმავლობაში ლოდინი მოუხდათ.

გზის გახსნა სამართალადმცავებმა სცადეს, რასაც პოლიციას და მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დაკავებულია აქციის სამი მონაწილე, მათ შორის „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით ადუაშვილი.

ამ დროისთვის ქვახვრელი-უფლისციხის გზა გახსნილია, თუმცა პოლიცია ადგილზე რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×