რეზონანსი
03.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ლას ვეგასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის ანძა ერთი საათით - 20:00 საათიდან 21:00 საათამდე ჩაბნელდება.

„ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც, ბოლო ინფორმაციით, 58 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 515 დაშავდა და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, აშშ-ის მოქალაქეებსა და მთავრობას, დაშავებულებს კი ჯანმრთელობას უსურვებს", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×