რეზონანსი
03.10.2017

 (რეზონანსი) თბილისში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება ხვალიდან დაიწყება. პროექტის მონაწილე პირველი სკოლა პირველი კლასიკური გიმნაზია იქნება. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.

სკოლაში ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2 200 ვაშლს შეიტანს, თითოეული გარეცხილი და დაფასოებული იქნება და მათ მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაცია დაურიგებს.

განათლების სამინისტრო ცნობით, პროექტი ეტაპობრივად დანარჩენ 9 სკოლაშიც განხორციელდება.

სკოლებში ვაშლის დარიგების პროექტის ფარგლებში ვაშლის შესასყიდად გამოცხადებული ელექტრონულ ტენდერში შპს KEPKA-მ გაიმარჯვა, რომელმაც უწყებას ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა.

პროდუქტით განათლების სამინისტრო დედაქალაქის 10 საჯარო სკოლას 260 ათასი ერთეული ვაშლით მოამარაგებს. ტენდერის პირობებში პროექტის მოქმედების ვადად მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდია დასახელებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×