რეზონანსი
03.10.2017

 (რეზონანსი) ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის აბანოს უღელტეხილის მონაკვეთზე ინტენსიური თოვლის გამო თუშეთისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა.

გზაზე თოვლის საფარი 20-30 სმ-ს აღწევს.

თუშეთის გზის გაწმენდით სამუშაოებს კომპანია ,,გერალი" აწარმოებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხვალ დილიდან ტექნიკა აბანოს უღელტეხილზე თოვლის გაწმენდის სამუშაოებს დაიწყებს და ავტომანქანების მოძრაობა შესაძლოა დღის პირველ ნახევარში აღდეგს.

ფშაველი-ომალოს გზა ზამთრის სეზონზე ყოველწლიურად, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×