რეზონანსი
04.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. კვირის ბოლომდე კარგი ამინდები შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს, ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში წვიმა და ნისლი შენარჩუნდება, თუმცა ხვალიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს, მათ შორის უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც.

დედაქალაქში ხვალ 17 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 20-25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 15-20 გრადუსი იქნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×