რეზონანსი
04.10.2017

 (რეზონანსი) საკონსტუტიციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ხელმძღვანელები შეხვდნენ.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, ახლა კონსულტაციები მიმდინარეობს, სადაც შეხვედრასთან დაკავშირებული დეტალები დაზუსტდება.

"უმჯობესია ჩვენი მხრიდან იყოს ფრაქციული წარმომადგენლობა - უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფების დ პარტიების ხელმძღვანელები. ვფიქრობთ, ამ ფორმატში შეხვედრა კარგი იქნება. რაც შეეხება შეხვედრის შინაარსს, ცნობილია ჩვენი მხრიდან რა საკითხებზეა მზაობა გაცხადებული. ჩვენი მხრიდან დღის წესრიგშია ორი საკითხი. ის თუ რას ფიქრობს პრეზიდენტი ვეტოსთან დაკავშირებით და რა უნდა იყოს მისი მოტივირებული შენიშვნების სამართლებრივი საფუძვლები, ამას დღეს უმრავლესობა მოისმენს", - განუცხადა ბესელიამ.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეხვედრა დღეს 16:00 საათზეა ჩანიშნული.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×