რეზონანსი
04.10.2017

 (რეზონანსი) პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების დაკითხვა დაიწყო.

პირველი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაიკითხება. რამიშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, რომ მათგან ეს მასალები არ გასაჯაროვებულა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ექვსივე ადვოკატი დღეს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×