რეზონანსი
04.10.2017

 (რეზონანსი) საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე, მმართველი გუნდიდან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის ფრაქციათა ხელმძღვანელები: მამუკა მდინარაძე, კახა ოქრიაშვილი, გია ჟორჟოლიანი, ნინო გოგუაძე, სიმონ ნოზაძე და გიორგი გაჩეჩილაძე იქმება წარმოდგენილი.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სასაუბროდ, მმართველი გუნდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 16:00 საათზე მივა.

შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×