რეზონანსი
04.10.2017

 (რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, არ გამორიცხავს, რომ მედიაში დახურული სხდომის აუდიო ჩანაწერებმა, საპატრიარქოდან გაჟონა.

"არ გამოვრიცხავ, რომ საპატრიარქოს გარკვეულ პირებსაც მიუწვდებოდეთ ხელი ამ ჩანაწერებზე, რადგან მოგეხსენებათ, ბრალდების და საპატრიარქოდან გარკვეული პირები ძალიან შეხმატკბილებულად მოქმედებენ. არიან აგრეთვე საპატრიარქოს მეგობრები შორენა თეთრუაშვილის, რომლებიც გარკვეულ მოვლენებს წინასწარ ასაჯაროვებდნენ და ასევე ოქროს მოწმე, რომელიც ძალოვან უწყებებთან მჭიდრო კავშირშია", - განაცხადა რამიშვილმა.

რამიშვილმა პროკურატურის შენობა უკვე დატოვა. მან დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა. მისი განცხადებით, მასთან კითხვები სასამართლო სხდომების მასალების მედიაში მოხვედრაზე ჰქონდათ.

დეკანოზის ადვოკატები მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება ე.წ ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების მედიაში გავრცელებას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×