რეზონანსი
04.10.2017

 (რეზონანსი) სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, იმერეთის რეგიონს 38 838 ლიტრი პრეპარატი გადასცა.

პრეპარატები მოსახლეობას დაურიგდება სამტრედიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებლის გავრცელება აღინიშნება.

ერთ ოჯახზე ერთი ლიტრი პრეპარატი და ფერომონია (მოსაზიდი ხაფანგი) განსაზღვრული. პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას მათი გამოყენების ინსტრუქცია და რეკომენდაციები გადაეცემა.

მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.

სახელმწიფოს მიერ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, პრეპარატების და ფერომონების გადაცემა დაახლეობით 230 ათასი ოჯახისთვის არის დაგეგმილი. მათი დარიგების პროცესი უკვე სამეგრელოს, გურიის და აჭარის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×