რეზონანსი
04.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე რომეო მიქაუტაძე დაინიშნა.

მიქაუტაძე ამ დრომდე, „საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორი იყო. 2010-2013 წლებში კი გენერალური დირექტორის მოადგილე.

წინა წლებში მას ასევე ეკავა ,,საქრუსენერგოს" შესყიდვების სამსახურის უფროსის, ასევე „ხრამჰესი 1"-სა და ,,ხრამჰესი 2" -ს გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×