(რეზონანსი) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მას ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან "პირადი ურთიერთობები პრაქტიკულად არ აქვს".
პუტინის განმარტებით, დონალდ ტრამპს ის ერთხელ შეხვდა, ხოლო საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე მასთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„პირადი ურთიერთობები ტრამპთან მე პრაქტიკულად არ მაქვს. ის მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. რამდენჯერმე ტელეფონით ვისაუბრეთ და საერთო ინტერესების სფეროში არსებული თემები, მათ შორის სირიის საკითხი განვიხილეთ", - აღნიშნა პუტინმა.
პუტინის თქმით. სირიის საკითხზე რუსეთი აშშ-სთან ბევრი მიმართულებით თანამშრომლობს.
შეგახსენებთ, რომ პუტინი და ტრამპი ერთმანეთს ოფიციალურად პირველად გერმანიაში 7 ივლისს ჰამბურგში მიმდინარე "დიდი ოცეულის" სამიტზე შეხვდნენ.