(რეზონანსი) 54 წლის ტურისტი მამაკაცი, რომელსაც ფარული სისხლდენა აქვს, ძლიერი თოვლის გამო თუშეთიდან ბარში ვერ გადმოჰყავთ.
ადგილობრივი ექიმის ირაკლი ხვედაგურიძის თქმით, პაციენტის გადასაყვანად სასწრაფო დახმარებას მეორე დღეა ელოდება.
"პაცინეტს ფარული სისხლდენა აღენიშნება ამ ეტაპზე, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია. მედიკამენტოზური მკურნალობა უტარდება, მისი მდომარეობის შესახებ ინფომაცია აქვთ 112-ში. თუშეთში ორი დღეა თოვს, რის გამოც საავტომობილო გზა ჩაიხერდა, როგორც ვიცი, ამ წუთებშიც მიმდინარეობს გზის გაწმენდა და როგორც კი გაიხსენება გზა, პაციენტის ბარში ჩაყვანა მოხდება", - განაცხადა ხვედაგურიძემ.
ტურისტი ხეობაში დასასვენებლად იმყოფებოდა.