რეზონანსი
04.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. პრეზიდენტი და დეპუტატები ერთმანეთს, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომ „პრეზიდენტი ხედავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად განხორციელდა, ასევე, ეთანხმება, რომ ის ორი საკითხი, რომელზეც ვენეციის კომისიასთანაც შეთანხმება მიღწეულია, საჭიროა, დროულად განხორციელდეს. ჩვენ დაველოდებით უკვე მისგან საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება მიღწეული".

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თმით, პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია.

„ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. საკითხი დგას ასე, გადაწყვეტს თუ რა, რომ მან ეს ორი საკითხი, რომელზეც კონსესუსი არსებობს, ასახოს თავის შენიშვნებში. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსესუსი არ იქნა გათვალისწინებული, ჩვენ ბუნებრივია, ვეტოს დაძლევაზე ვიფიქრებთ," - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×